პოლიტიკა

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე აზერბაიჯანის აგრესიის საკითხი განიხილეს

ეროვნული ასამბლეის ევროპასთან ინტეგრაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ არმან იეგოიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე აღნიშნა, რომ სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიის საკითხი საგანგებო რეჟიმში განიხილეს  ბარსელონაში ფრანკოფონიის საპარლამენტო  ასაბლეის (PFA) ევროპის რეგიონის 34-ე ფორუმზე. ის დღის წესრიგში შევიდა ადგილზევე,  დელეგატთა თავმჯდომარეების    საბჭოს გადაწყვეტილებით.

„უკვე პლენარულ სხდომებზე სომხეთის დელეგაციამ წარმოადგინა სიტუაციის ყველა დეტალი.

ჩემთვის აშკარა იყო, რომ ყველა დელეგაცია  ამ საკითხს  განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევდა.  მოვისმინეთ მკაფიო მხარდაჭერის სიტყვები საფრანგეთის, შვეიცარიის, ბელგიის, ლუქსემბურგისა და საბერძნეთის პარლამენტარებისგან, ასევე FIU-ს წარმომადგენლებისგან.

აზერბაიჯანის აგრესიის დაგმობის რეზოლუცია საფრანგეთის სენატში 14 ნოემბერს განიხილება“, – წერს დეპუტატი.

ნახეთ მეტი
Back to top button