მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმება რაც შეიძლება მალე უნდა გაფორმდეს  –  სომხეთის პარლამენტის სპიკერი

წლის ბოლომდე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების განზრახვა ის ვადაა, რომელზეც მხარეები ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ ორივე მხარის აქვს ამის სურვილი.  ამის შესახებ ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა პარლამენტში კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.  

„ეს არის ერთგვარი მდუმარე ვადა, ორივე მხარეს, შეიძლება ითქვას, აქვს მასთან დაკავშირებული სურვილები. ასევე მეც მინდა, რაც შეიძლება მალე მოვაწეროთ ხელი  სამშვიდობო ხელშეკრულებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სომხეთის რესპუბლიკის 29 ათას 800 კმ2 ტერიტორია ჩვენთვის ვერასოდეს ვერ იქნება განხილვის საგანი და  სამშვიდობო შეთანხმება, ჩემი აზრით, რაც შეიძლება მალე უნდა გაფორმდეს“, – განაცხადა სიმონიანმა.

ამასთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანის ჯარები დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ საერთაშორისოდ აღიარებული სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button