პოლიტიკა

დღეს 27 ოქტომბრის ტერორისტული აქტიდან  23 წელი შესრულდა

 1999 წელს ამ დღეს, პარლამენტში შეიჭრა ჯგუფი, რომელსაც ნაირი ჰუნანის  ხელმძღვანელობდა  და სიცოცხლეს გამოასალმეს  8  ადამიანი:  პრემიერ-მინისტრი ვაზგენ სარქისიანი, პარლამენტის თავმჯდომარე კარენ დემირჩიანი, ვიცე-პრეზიდენტები იური ბახშიანი და რუბენ მიროიანი,  დეპუტატები ჰენრიკ აბრაჰამიანი, მიქაელ კოტანიანი, ლეონარდ პეტროსიანი და არმენაკ არმენაკიანი.

ტერორისტულმა ჯგუფმა მინისტრები და დეპუტატები ეროვნული ასამბლეის დარბაზში მძევლად აიყვანეს,  მხოლოდ მეორე დღეს დაყარეს იარაღი და ჩაბარდნენ.

2003 წლის დეკემბერში სასამართლომ ჰუნანიანს და მისი ბანდის 5 წევრს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ბანდის ერთერთ წევრს კი 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მკვლელობიდან 23 წლის განმავლობაში კვლავ ისმის კითხვა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. თუმცა, კითხვაზე პასუხი არასოდეს გაცემულა და ეჭვები არ გაქარწყლებულა.  2019 წელს  სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული ორგანიზატორების ეპიზოდის მსხვერპლის ერთ-ერთი მემკვიდრის ანაჰიტ ბახშიანის განცხადების საფუძველზე კვლავ აღიძრა,  თუმცა წინასწარი გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button