მთავარიპოლიტიკა

სასურველი იქნებოდა  სამშვიდობო შეთანხმების წლის ბოლომდე გაფორმება –  ფაშინიანი

სომხეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმება წლის ბოლომდე გააფორმოს. ამის შესახებ პარლამენტში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროს, პრემიერ-ინისტრმა  ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

კითხვაზე რა  ეტაპზეა მოლაპარაკებები ამ ეტაპზე, შესაძლებელია თუ არა სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება მიმდინარე წლის ბოლომდე, ფაშინიანმა უპასუხა:

„გულწრფელად უნდა ვთქვა, ძალიან მსურს,  რომ ამ წლის ბოლომდე გაფორმდეს. თუ  რამდენად რეალურია? ამ კითხვას ასე ვუპასუხებ: მე და მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს იყოს რეალური. ვიმედოვნებთ და ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერამდე დელიმიტაციის სამუშაოები დასრულდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ პრაღაში მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ეს მოხდება 1991 წლის საზღვრების მიხედვით, ეს შეიძლება იყოს რეალური, რადგანაც  ეს საზღვრები არსებითად ცნობილია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button