მთავარისაზოგადოება

სომხურ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობა. ერთობლივი განაცხადები წარედგინება ევროკავშირის პროგრამას „ჰორიზონტ ევროპას“

სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტსა და საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის გაფორმდა მემორანდუმი „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგებში თანამშრომლობის შესახებ“.

მემორანდუმის მიზანია სომეხ და ქართველ მეცნიერებსა და კვლევით ჯგუფებს შორის ორმხრივი ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის ჩამოყალიბება და შემდგომი გაძლიერება. იგეგმება ერთობლივი კვლევითი პროგრამების განხორციელება, სამეცნიერო პერსონალის, განსაკუთრებით ახალგაზრდა მეცნიერთა გაცვლითი პროგრამები, სამეცნიერო შეხვედრები, სემინარები, კონფერენციები, სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ურთიერთგამოყენება და ა.შ.

მხარეები ასევე ითანამშრომლებენ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე წარსადგენად. კერძოდ, იგეგმება ერთობლივი წინადადებების შემუშავება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამაში „ჰორიზონტ ევროპა“ ერთობლივი მონაწილეობისთვის.

საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორატთან მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ დაიწყოს დისკუსია მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების თარიღებზე. შეგახსენებთ, რომ მემორანდუმს ხელი მოეწერა თბილისში, სადაც სრ მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე სარგის ჰაიოციანი ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების საკითხებით დირექტორატის მოწვევით მონაწილეობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) კვლევისა და ინოვაციების არაფორმალური სამუშაო ჯგუფის მე-4 შეხვედრაში.

ნახეთ მეტი
Back to top button