მთავარიპოლიტიკა

პუტინი საჭიროდ მიიჩნევს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელშეკრულების გაფორმებას

რუსეთი მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების იდეას, მოსკოვი კი ერევნისთვის არაფრის დაკისრებას არ აპირებს, გამოსავლის არჩევანი სომეხი ხალხისა და ხელმძღვანელობის ამოცანაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვალდაის საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის პლენარულ სხდომაზე.  

„ჩვენი პოზიციაა, რომ ეს შერიგების შეთანხმება, რა თქმა უნდა, აუცილებელია და ჩვენ მხარს ვუჭერთ როგორც მშვიდობიანი მოგვარების, ასევე დემარკაციისა და პრობლემის სრულად მოგვარებას“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელმა.

როგორც TASS წერს, რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ საკითხავია რომელი ვარიანტი უნდა აირჩიოს და პუტინის თქმით, „ეს სომხეთის, სომეხი ხალხის და სომხეთის ხელმძღვანელობის საკითხია“.

„ნებისმიერ შემთხვევაში, რომელიც არ უნდა იყოს არჩეული, თუ ეს მშვიდობას მოიტანს, ჩვენ მხოლოდ მომხრე ვართ, მაგრამ არაფერს ვაკისრებთ, არ შეგვიძლია და არც ვაპირებთ სომხეთს რამე ვუკარნახოთ“, – დაარწმუნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button