მთავარიპოლიტიკა

თუ მთიანი ყარაბაღი არარსებობს,  რაზე მოაწერა ხელი ალიევმა? ალენ სიმონიანი პასუხობს აზერბაიჯანელ ჩინოვნიკს

დსთ-ს წევრი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პლენარულ სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარის საჰიბა გაფაროვას გამოსვლის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა, რომელიც გაფაროვას თქმით,  ეხება სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანელი სამხედროების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს.  გარდა ამისა  საჰიბა გაფაროვამ აღნიშნა, რომ არ არსებობს ტერმინი „მთიანი ყარაბაღი“, რამდენადაც აზერბაიჯანში არის ყარაბაღის რეგიონი და მთიანი ყარაბაღიც მისი შემადგენელი ნაწილიაო.

 ალენ სიმონიანმა  კიდევ ერთხელ გაიხსენა აზერბაიჯანელი ოფიცერის რამილ საფაროვის სისასტიკე, რომელმა უნგრეთის სასტუმროს ნომერში ნაჯახით თავი მოსჭრა ჩაძინებულ სომეხ კოლეგას, რომელიც ახლა აზერბაიჯანის ეროვნული გმირია, რათა ხაზი გაესვა  იმ ცინიზმისა და მუშაობის სტილისათვის, რითაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ხელძღვანელობს სომხეთთან ურთიერთობისას.

რაც შეეხება  გეოგრაფიულ-ადმინისტრაციულ  აღნიშვნას „მთიანი ყარაბაღი“, სიმონიანმა უპასუხა, რომ თუ არ არსებობს მთიანი ყარაბაღი, მაშინ რატომ  მოაწერა პრეზიდენტმა ალიევმა ხელი დოკუმენტს, რომელიც მთიან ყარაბაღს შეეხებაო. 

გარდა ამისა, ალენ სიმონიანმა  მიმართა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს, დსთ-ს  პარლამენტთაშორისო ასაბლეის თავმჯდომარეს  ვალენტინა მატვიენკოს და  შესთავაზა დსთ-ს ეგიდით აზერბაიჯანში დაკავებული პირების დაბრუნების ორგანიზება. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც 9 ნოემბრის განცხადების შემდეგ დაიკარგნენ და აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე აღმოჩნდნენ – აღნიშნა სიმონიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button