სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანი შეეხო 2020 წ 9 ნოემბრის დოკუმენტს.
მისი თქმით, ეს ფურცელი ზოგიერთმა ძალებმა კაპიტულაციად შეაფასა. „ახლა იგივე ძალები იცავენ 9 ნოემბრის განცხადებას და ამბობენ, რომ არ შეიძლება ამ დოკუმენტში არსებული მიღწევების დაკარგვა. და ისინი, ვინც დაგვადანაშაულა 2020 წლის 9 ნოემბერს კაპიტულაციის ხელმოწერაში, ახლა ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში ვაპირებ კაპიტულაციის ხელმოწერას. ეს ზოგადად ისტორიული ნონსენსია, რადგან ისტორიას არასოდეს უნახავს, რომ ერთმა და იგივე ხელისუფლებამ, ერთმა და იგივე ქვეყანამ 2-3 კაპიტულაციაზე მოაწეროს ხელი. ანუ, თუ 9 ნოემბრის დოკუმენტი არის კაპიტულაცია, ესე იგი, კაპიტულაციის ხელმოწერის შესაძლებლობა აღარ არის. თუ არის კაპიტულაციის ხელმოწერის შესაძლებლობა, მაშინ 9 ნოემბრის დოკუმენტი არ იყო კაპიტულაცია“.
ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 9 ნოემბრის დოკუმენტი მნიშვნელოვანია. „მთიანი ყარაბაღის არსებობა, მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზის არსებობა, სამშვიდობოების განლაგება, ლაჩინის დერეფნის არსებობა, როგორც სომხეთთან კომუნიკაციის საშუალება, განბლოკვის დღის წესრიგი, ლტოლვილების უფლებები დაფიქსირებულია”.
ფაშინიანმა დაარწმუნა, რომ ისევე, როგორც წინა პერიოდში მათი მისია იყო დემოკრატიის დამყარება სრ-ში, მათი ამოცანა მომავალ პერიოდშიც უნდა იყოს მშვიდობის უზრუნველყოფა სრ-ის გარშემო. “და ეს არ არის ადვილი საქმე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მსოფლიო წესრიგი იშლება ჩვენს თვალწინ.”
მისი თქმით, მშვიდობის დამყარებისთვის უნდა განხორციელდეს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების ყველა დებულება. 2021 წლის 11 იანვრის განცხადების ყველა დებულება და საბოლოოდ მიიყვანს მყ-ის პრობლემას გარკვეულ ეტაპამდე.
მისი თქმით, სამმხრივი განცხადების მე-9 პუნქტი განბლოკვას ეხება. ,,ეს ნიშნავს, რომ რეგიონში ყველა კომუნიკაცია უნდა გაიხსნას“. ფაშინიანის თქმით, სომხეთის ტერიტორიის გავლით დერეფნით უზრუნველყოფაზე სიტყვა არ არის. მან ასევე გააკრიტიკა აზერბაიჯანის ქცევა, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი და დასძინა, რომ როდესაც შეხება ხდება პრაქტიკულ საკითხებთან, ირკვევა, რომ აზერბაიჯანს აქვს დამატებითი წარმოდგენები. „არსებობს დებულება, რომ სრ-მ უნდა უზრუნველყოს კავშირი აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახჭევანს შორის და როცა მხარეები შეთანხმდებიან, ახალი გზები უნდა აშენდეს. ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ ეს კომუნიკაცია, აზერბაიჯანი ამბობს, რომ არ გვინდა ეს ვარიანტი“.