პოლიტიკა
საფრანგეთმა სომხეთში თავდაცვის საკითხებში მუდმივი ატაშე დანიშნა
„სომხეთის თავდაცვის მინისტრის სურენ პაპიკიანის საფრანგეთში ვიზიტის და ფრანგ კოლეგასთან ბ-ნ ლეკორნესთან შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს დელეგაცია სომხეთს 27 ოქტომბერს ეწვია და შეხვედრები გამართა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ბ-ნ პაპიკიანთან, სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრ ბ-ნ ხაჩატრიანთან და უშიშროების საბჭოს მდივან ბ-ნ გრიგორიანთან.
დელეგაციამ მხარი დაუჭირა ერევანში საფრანგეთის თავდაცვის საკითხებზე მუდმივი ატაშეს დანიშვნას და თანამოსაუბრეებთან განიხილა საფრანგეთ-სომხეთის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების გზები. ამის შესახებ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა სომხეთში საფრანგეთის საელჩომ.