კულტურა

ბაქოს სისასტიკე ლტოლვილი გოგონას თვალით: ანა ასტვაწატურიან-თერქოთის  წიგნი „გასახლება: გაურკვევლობისკენ“ 

ამერიკელმა სომეხმა მწერალმა და ადვოკატმა  ანა ასტვაწატურიან-თერქოთმა    გამოსცა  წიგნი „გასახლება: გაურკვევლობისკენ“  სომხური თარგმანით, რომელიც ასახავს აზერბაიჯანულ სისასტიკეს ლტოლვილი გოგონას თვალით. წიგნის პრეზენტაცია დანიშნულია დღეს 1 ოქტომბერს.

 „არმენპრესის“ პრეს-დარბაზში გამართულ ანა ასტვაწატურიან-თერქოთმა     ხაზგასმით აღნიშნა, რომ წიგნში ის საკუთარ განცდებს წარმოაჩენს, თუ როგორ გახდა 8 წლის გოგონა  ყველაზე სასტიკი გამოვლინების მოწმე.

„1988 წელს ბაქოში სომხური სიძულვილის მზარდმა ტალღამ წაშალა  ყველა მითი თანაარსებობისა და ადამიანური თანაგრძნობის შესახებ. ეს წიგნი, რომელიც მოგვითხრობს გატეხილ ბედებზე, სამშობლოში უცხოდ ყოფნაზე და უცხოობაში მშობლიური სახლის ძიებაზე, წლების წინ მოზარდის დღიური იყო. დაახლოებით 14 წლის ასაკში დავწერე. ჯერ  ჩუმი ტკივილის დასაძლევად დაიწერა, მერე წიგნად მინდოდა  ჩემმა შვილებმა, შვილიშვილებმა  იცოდნენ, საიდან მოვედით და ეს წიგნი, პირველ რიგში, მათთვის დავწერე. მაგრამ მოგვიანებით შემომთავაზეს ამის გასაჯაროება“, – ამბობს ავტორი.

ნახეთ მეტი
Back to top button