მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი თეირანში გაემგზავრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 1 ნოემბერს თეირანს ეწვევა პოლიტიკური და ეკონომიკური დელეგაციის ხელმძღვანელობით, იუწყება სააგენტო IRNA.

წყაროს ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ირანის პრეზიდენტის, აიათოლა სეიედ ებრაჰიმ რაისის ოფიციალური მოწვევით ხორციელდება.

ხვალ დილით ფაშინიანს საადაბადის კულტურულ-ისტორიულ კომპლექსში ოფიციალურად დახვდება ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი, ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკების შემდეგ კი გაიმართება მაღალი რანგის დელეგაციების ერთობლივი შეხვედრა.

გაფორმდება თეირანისა და ერევნის ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის დოკუმენტები.

ნახეთ მეტი
Back to top button