საზოგადოება

2022 წლის 9 თვის განმავლობაში სომხეთის მოქალაქეობა 11 ათას 669 ადამიანს მიენიჭა

სომხეთის  პოლიციის საპასპორტო და ვიზების დეპარტამენტი უპრეცედენტოდ გადატვირთულ მუშაობას აგრძელებს. როგორც “არსენპრესი” იუწყება, პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2023 წ.  ამის შესახებ პოლიციის უფროსის მოადგილემ არა ფიდანიანმა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

„2022 წლის 9 თვის განმავლობაში მოქალაქეებზე გაიცა 15 ათას 396 ბიომეტრიული იდენტიფიკატორის შემცველი პასპორტი, ზრდამ წინა წელთან შედარებით 46,5 პროცენტი შეადგინა, ასევე 146 ათას 565 პირადობის მოწმობა, 2,5-ჯერ მეტი წინა წელთან შედარებით. მოქალაქის პასპორტი გადაეცა 386875 სრ მოქალაქეს, წინა წელთან შედარებით, ზრდა 29,7 პროცენტია“, – განაცხადა ფიდანიანმა. პოლიციის უფროსის მოადგილის თქმით,პრეზიდენტის ბრძანებულებით სომხეთის მოქალაქეობა 11 ათას 669 პირს მიენიჭა.

ნახეთ მეტი
Back to top button