
2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტით დაგეგმილი თავდაცვის სექტორის ხარჯები 506 მილიარდი დრამი იქნება, რაც 2022 წლის ხარჯების ინდექსზე 35 პროცენტით მეტია. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2023 წ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა და დასძინა, რომ თავდაცვის სექტორის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 5 პროცენტს შეადგენს.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება ხარჯების ზრდა სოციალური სექტორისთვისაც.
„ის 2023 წელს 648 მილიარდი დრამი იქნება. ზრდა შარშანდელთან შედარებით 10 პროცენტია. ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტის 7 პროცენტი“, – განაცხადა ხაჩატრიანმა.