მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ირანში ორივე ქვეყნის განვითარებისთვის გარდამტეხი იქნება. ებრაჰიმ რაისი

ირანსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ბოლო თვეებში 43 პროცენტით გაიზარდა, ჩვენი მიზანია 3 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ. როგორც “არმენპრესი” ავრცელებს “Mehrnews”-ზე დაყრდნობით, ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ სრ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას განაცხადა.

ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, რა თქმა უნდა, გარდამტეხი იქნება ორივე ქვეყნის განვითარებისთვის.

ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა, რომ მეზობლობის პოლიტიკა ერთ-ერთი სტრატეგიაა, რომელსაც ირანის მთავრობა ხაზს უსვამს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დღის წესრიგშია ორმხრივი შეხვედრები ირანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და უსაფრთხოების ურთიერთობების განვითარების მიზნით.

„ჩვენი მიზანია გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა სამ მილიარდ დოლარამდე, რისი მიღწევაც შესაძლებელია ორივე ქვეყნის ნების არსებობის შემთხვევაში“, – დასძინა მან.

რაისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული კარგი ურთიერთობა აუცილებლად გამოიწვევს ურთიერთობების გაუმჯობესებას რეგიონში და მთელ მსოფლიოში.

მისი თქმით, ირანი კავკასიის რეგიონის ისტორიის, ცივილიზაციისა და კულტურის ნაწილია, ამიტომ უსაფრთხოება და მშვიდობა, კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენები ძალიან მნიშვნელოვანია ირანისთვის.

ირანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონული პრობლემები რეგიონულმა სუბიექტებმა უნდა გადაწყვიტონ.

“უცხოელთა ნებისმიერი ჩარევა რეგიონში პრობლემების მოგვარების ნაცვლად პრობლემებს შექმნის”, – აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button