საზოგადოება

DataArt სომხეთში გამართავს Proggy-Buggy პროგრამირების საერთაშორისო კონკურსს

DataArt პროგრამირების საერთაშორისო კონკურსს Proggy-Buggy ზედიზედ მე-3 წელია სომხეთში მართავს. „არმენპრესის“ ინფორმაციით, კონკურსი 12 ნოემბერს გაიმართება. მონაწილეობის მისაღებად წინასწარ უნდა დარეგისტრირდეთ.https://armenpress.am/arm/news/1095770.html?fbclid=IwAR1_vb7QiSHuwBjkz

შეჯიბრის დროს მონაწილეებმა 42 წუთში 13 პრობლემა უნდა გადაჭრას. ყველა პრობლემის გადაწყვეტა არის consol application, რომლის საწყისი ტექსტი უნდა გაიგზავნოს ვერიფიკაციის სერვერზე ჩამოსაშლელი სიიდან პროგრამირების ენის არჩევით. ხელმისაწვდომი ენებია C, C++, Free Pascal, Java, Mono C#, Python, Ruby, PHP და JavaScript.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს, სტუდენტებს, პროგრამისტებს და ყველა ადამიანს, ვისაც აქვს პროგრამირების უნარები და ესმით ტერმინები Console application და standard input/output streams.

DataArt 2013 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს პროგრამირების კონკურსს Proggy-Buggy-ს თავის ოფისებში.

ნახეთ მეტი
Back to top button