მთავარიპოლიტიკა

ბევრი განვითარებული ქვეყნისგან განსხვავებით, სომხეთში ეკონომიკური განვითარება არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა:   სომხეთის  პრემიერ-მინისტრი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთმა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში მე-11 ადგილი დაიკავა და რამდენჯერმე გააუმჯობესა თავისი პოზიცია. პრემიერმა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებსაც შეეხო.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა  პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2023წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

„როდესაც ეს მაჩვენებელი გამოქვეყნდა, ბევრი ჩვენი ოპონენტი, რბილად რომ ვთქვათ, ირონიულად იღიმებოდა.  მათი თქმით, სომხეთი მსოფლიოში მე-11 ადგილს იმიტომ იკავებს, რომ ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის  ცუდი  მართვის გამო ეკონომიკური მაცვენებლები მკვეთრად დაეცა და მათ ფონზე სომხეთი უკეთესად გამოიყურებაო.  გამოდის, რომ ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებულმა ქვეყნებმა ვერ მოახერხეს  კოროვირუსული პანდემიის ეფექტურად მართვა და მათი რეიტინგი და ეკონომიკური გარემო ან ჩამოიშალა და  ქვემოთ დაეშვა.  ის, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი დიდი პროგრესი ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლებში, რადგან ჩვენზე ბევრად განვითარებული და ჩვენზე კარგი ეკონომიკური გარემოს მქონე  ქვეყნებში  განვითარების ვარდნა დაფიქსირდა, ეს უფრო მეტი რეკორდია, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნებოდა ჩვეულებრივ პირობებში.  ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ისე კარგად მოვახერხეთ კორონავირუსის ეპიდემიის მართვა,  რომ ბევრი განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენი შედეგები არ შემცირებულა, არამედ, პირიქით, სერიოზული პროგრესი გვაქვს ეკონომიკური განვითარებისა და მართვის კუთხით“, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, ამ მაჩვენებელმა  კორონავირუსის ცუდი მართვის შესახებ  ოპონენტების განცხადებებსაც გასცა პასუხი და ეს საკითხი დახურულად მიაჩნია.  

ნახეთ მეტი
Back to top button