საზოგადოება

სამხრეთ კავკასიის რეგიონში  ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი სომხეთშია

სომხეთში საშუალო ხელფასი 2022 წლის სექტემბრისთვის 585 დოლარი იყო (237. 510 დრამი). ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა  პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2023წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

როგორც საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახური სექტემბრის ბოლოს იტყობინება, ამ ქვეყანაში საშუალო თვიური ხელფასი 2022 წლის მეორე კვარტალში 557 დოლარი (1541,3 ლარი) იყო.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2022 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში საშუალო ნომინალური ხელფასი 475დოლარს  (809 მანეთი) შეადგენდა.

ნახეთ მეტი
Back to top button