სომხეთში საყოველთაო შემოსავლების დეკლარაციის სისტემა 2024 წლის იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2023წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთავრობა აპირებს ნაციონალურ ასამბლეაში მნიშვნელოვანი რეფორმის პროექტის გაგზავნას.
„საუბარია სომხეთის რესპუბლიკაში საყოველთაო დეკლარაციის სისტემის დანერგვაზე. სომხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქემ გამონაკლისის გარეშე უნდა წარადგინოს შემოსავლის დეკლარაცია. ამ ფორმულირების არ უნდა გეშინოდეს. თავდაპირველად, სამუშაოს 90 პროცენტს მაინც სშკ შეასრულებს. მოქალაქე მიიღებს დეკლარაციას, სრულად შევსებულს, მოქალაქე მხოლოდ დაადასტურებს, რომ ყველაფერი სწორად არის დაწერილი ან თუ რამე არასწორად არის დაწერილი, მიმართავს შესწორებისათვის“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
სისტემა სრულ ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შევა.
საყოველთაო დეკლარაციის სისტემა საზღვარგარეთ მომუშავე მოქალაქეებს დამატებით საგადასახადო ვალდებულებას არ შეუქმნის.