მთავარიპოლიტიკა

მოსკოვს ესმის, რა მოხდება, თუ ყარაბაღი ბაქოს იურისდიქციაში გადავა. რუსი პოლიტოლოგი

რუსეთმა კარგად იცის რა შედეგები მოჰყვება ყარაბაღის აზერბაიჯანის იურისდიქციაში გადასვლას. დასავლური კონცეფციისგან განსხვავებით, მოსკოვის მიდგომები ითვალისწინებს იქ მცხოვრები სომხების უსაფრთხოებისა და არსებობის პრობლემებს. ამის შესახებ Sputnik სომხეთის პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა პრიმაკოვის სახელობის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორმა, რგა-ს წევრ-კორესპონდენტმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ფიოდორ ვოიტოლოვსკიმ.

„თუ გადავხედავთ ევროპულ და ამერიკულ წინადადებებს, ისინი გულისხმობენ ერთ კონკრეტულ რამეს: აზერბაიჯანის იურისდიქციას და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დე ფაქტო ლიკვიდაციას. თუმცა, რუსეთი დიდი გაგებითა და მოქნილობით ეპყრობა სტატუსის საკითხს და ესმის, რომ ცალსახა გადაწყვეტილება და აზერბაიჯანის იურისდიქციაში მყრ-ის გადაცემა ნიშნავს სომეხი მოსახლეობის მასობრივ ემიგრაციას და არაღიარებული რესპუბლიკის ლიკვიდაციას, რომელიც იბრძოდა საკუთარი არსებობისთვის ათწლეულების განმავლობაში“, – აღნიშნა ვოიტოლოვსკიმ.

ექსპერტის აზრით, რუსული მხარის მიერ შემოთავაზებული გზა გაცილებით რთულია და შრომას მოითხოვს, მაგრამ ითვალისწინებს უსაფრთხოების მოთხოვნას და ყველა მხარის არსებობას, პრიორიტეტს ანიჭებს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხს.

ვოიტოლოვსკი თვლის, რომ როდესაც რთული კონფლიქტების სწრაფ გადაწყვეტას გვთავაზობენ, ეს ყოველთვის იწვევს შეშფოთებას.

ნახეთ მეტი
Back to top button