საზოგადოება

ივლის-სექტემბერში სომხეთში ჩამოსული რუსების რაოდენობა რეკორდულია

რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისიდან სექტემბრამდე საზღვარგარეთ 9,7 მილიონი რუსი წავიდა, იუწყება “rbc.ru”.

ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება მეორე კვარტალს (5 მილიონი ადამიანი) და 1,2 მილიონით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აფხაზეთი, თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო და ფინეთი ის ხუთი ქვეყანაა, სადაც მოგზაურობის თითქმის 70% მოდის.

ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში აფხაზეთი ლიდერობს. საერთო ჯამში, ამ დროის განმავლობაში აქ თითქმის 2,5 მილიონი ადამიანი შევიდა. მეორე ადგილზეა თურქეთი თითქმის 2,1 მილიონით, მესამეზე ყაზახეთი 1,3 მილიონით.

ივლის-სექტემბერში სომხეთში დაახლოებით 267 000 ადამიანი ჩავიდა, რაც 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი კვარტალური მაჩვენებელია. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყანაში შემოსული ადამიანების რაოდენობამ 56% შეადგინა.

2022 წლის აპრილ-ივნისთან შედარებით მოგზაურობის რაოდენობა 120%-ით გაიზარდა.

ნახეთ მეტი
Back to top button