საზოგადოება

სომეხ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი პროდუქცია ქალაქ ლოს-ანჯელესში გაყიდონ

შობამდე, 10 და 11 დეკემბერს, სომეხ მწარმოებლებს საშუალება ექნებათ თავიანთი პროდუქცია აშშ-ში, ლოს-ანჯელესში გაყიდონ. როგორც ,,არმენპრესს“ აცნობეს სომხური საინფორმაციო ცენტრიდან, კომპანია “Buy Armenian” და ფონდი “Standing Our Families” ერთობლივად მოაწყობენ წინასადღესასწაულო გამოფენა-გაყიდვას Glendale Civic Auditorium-ში ორი დღის განმავლობაში.

https://armenpress.am/arm/news/1096493.html?

წინასადღესასწაულო ღონისძიების “იყიდე სომხური” მიზანია ხელი შეუწყოს სომხეთის ეკონომიკის გაუმჯობესებას და საშუალება მისცეს სომხურ კომპანიებს გააფართოვონ გაყიდვების გეოგრაფია, კერძოდ, უზრუნველყონ სომხური კომპანიების შესვლა აშშ-ს ბაზარზე. საგამოფენო გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად პავილიონის დაქირავების შესაძლებლობა მხოლოდ 80 კომპანიას ექნება.

პლატფორმა (https://buyarmenian.com) ახორციელებს სომხური პროდუქტების ხელშეწყობას და გაყიდვას ლოს-ანჯელესში.  პლატფორმა „იყიდე სომხური“ 44-დღიანი ომის შემდეგ ამოქმედდა, როცა ლილით და ნშან ოდაბაშიანებმა ამავე სახელწოდების სოციალური გვერდი შექმნეს. მან სწრაფად შეკრიბა მრავალათასიანი აუდიტორია და მიიღო დიდი გამოხმაურება, რამაც შთააგონა დამფუძნებლები შექმნან ერთიანი პლატფორმა სახელწოდებით „იყიდე სომხური“, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სომხური წარმოების სხვადასხვა სახის პროდუქცია. პლატფორმის წარმატება მნიშვნელოვანი იყო და უკვე მე-2 წელია იმართება მსგავსი ღონისძიება. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, პავილიონების დაჯავშნის პროცესი უკვე დაწყებულია.

ნახეთ მეტი
Back to top button