პოლიტიკა

სომხეთის ოპოზიცია აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მომხრეა, თუმცა წინაპირობების გარეშე

სომხეთის ოპოზიციამ საფრანგეთის მოედანზე მიტინგის დასასრულს სომხეთისა და არცახის მოსახლეობას და საერთაშორისო საზოგადოებას განცხადება წარუდგინეს.

„არცახი არ შეიძლება იყოს აზერბაიჯანის შემადგენლობაში. ეს იდეა დგას სომხეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველში და ჩვენ მას ნებისმიერ ფასად დავიცავთ“, – ნათქვამია მოძრაობა „წინააღმდეგობის“ განცხადებაში.

ოპოზიცია  სომხურ-თურქული, სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ნორმალიზაციის მომხრენი არიან, მაგრამ წინაპირობების გარეშე, ძალის გამოყენებას ან მის მუქარას.

აღნიშნულია, რომ თურქეთ-აზერბაიჯანის მოთხოვნას „ზანგეზურის დერეფნის“ შესახებ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, აზერბაიჯანმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, დააბრუნოს სომეხი სამხედრო ტყვეები, სხვა დაკავებული პირები, გაიყვანოს ჯარები სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიიდან. თურქეთი სომხეთის რესპუბლიკას ულტიმატუმების ენით არ უნდა ელაპარაკოს.

„ჩვენი უპირველესი ამოცანები უნდა იყოს საზოგადოებრივი სოლიდარობის უზრუნველყოფა, ჯარის აღდგენა, სომხეთისა და არცახის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამთა კავშირი:  სომხეთი-არცახი-დიასპორა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ „მოლაპარაკებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, რადგან ისინი აზერბაიჯანის მიერ ძალის გამოყენებისა და მისი საფრთხის პირობებში მიმდინარეობს“.

ნახეთ მეტი
Back to top button