სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსების მნიშვნელობას
4 ნოემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მიიღო სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგიელი და მისი ხელმძღვანელობით დელეგაციის წევრები.
შეხვედრაზე მინისტრმა მირზოიანმა გააცნო 13-14 სექტემბერს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული აგრესიის შემდეგ რეგიონში უსაფრთხოების ვითარება, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგების და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვრების თაობაზე სომხური მხარის პოზიციები.
სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსებას და გამოთქვა რწმენა, რომ ეს ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებას.
მარეკ შჩიგიელმა სომხურ მხარეს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სამოქალაქო მისიის მხარდაჭერისთვის და წარმოადგინა მათი საქმიანობის სფერო და მომავალი მუშაობა სომხეთში.
მხარეებმა ასევე განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.