საზოგადოება

უმძიმესი ტრავმა თავის ტვინზე – სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უკვე ცნობილია

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ ტელეკომპანია „TV პირველი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათ მოიპოვეს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც, მათივე თქმით, უმძიმესია. აღნიშნული მედიის განცხადებით, დოკუმენტი უკვე საქართველოშია გადმოგზავნილი, თუმცა ის ამ დრომდე არ გასაჯაროვებულა. უახლოეს დღეებში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევის საქმეში კიდევ ორი უცხოელი ექსპერტი ერთვება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს ამ დრომდე მაღალი სიცხე აქვს. მისი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილის შესაბამისი მკურნალობა უმოკლეს ვადაში უნდა მოხდეს, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„აღენიშნება საკმადო სერიოული დარღვევები. უფრო მეტიც, დასმულია საგანგაშო დიაგნოზები ამერიკელი ექსპერტებისმიერ, რაც ამდენ ხანს ქართელი ექსპერტების დასკვნის შედეგად არ ფიქსირდებოდა და არც ექიმებნის, ბუნებრივია. შესაბამისად, დადგა დღის წესრიგში გაირკვეს რა არის ამის მიზეზი. იმდენად რთული დაავადებები უფიქსირდება სააკაშვილს, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი ასე მოკლე დროში განვიტარებულიყო ჩეულებრივ საპატიმრო პირობებში. მაღალი სიცხეები, გადაადგილება, ფერი სახეზე, მეხსირებების პრობლემები, მეტყველების შენელება და სხვადასხვა სიმპტომატიკაა. ვხედავთ, რომ სახეზეა ეს სიმპტომატიკა, მაგრამ რა არის ამის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ძალიან მეეჭვება ეს საქართველოში რამენაირად დადგინედს. დროული ჩარევა თუ არ მოხდება გამოიწვევს მის სიკვდილს“ , – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილს 14 დიაგნოზი დაუსვეს.

„14 დიაგნოზი აქვს დასმული. ამაზე შეთანხმდნენ ქართული მხარეც, ამერიკული მხარეც… ტვინზე იქ არის ჩამონათვალი და ვნახო… იქნება ალბათ ამაზე მსჯელობა სასამართლოში. ერთი ადამიანი ცამოდის ფსიქიატრი ბრიტანეთიდან. შეთანხმება თვეების წინ მოხდა, მაგრამ ამ ადამიანს არ ეცალა და ახლა თანახმაა რომ ჩამოვიდეს და 8 რიცხვში ჩამოვა, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროვების შემდეგ, სააკაშვილის უფლებამცველები აპირებენ, სასამართლოს სასჯელის გადავადების შუამდგომლობით მიმართონ.

ნახეთ მეტი
Back to top button