მთავარიპოლიტიკა

გეღარქუნიკში ევროკავშირის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ აზერბაიჯანის მხრიდან იყო აგრესია სომხეთის  საზღვრების მიმართულებით, არის ოკუპირებული ტერიტორიები: გუბერნატორი

ევროკავშირის დამკვირვებლებმა გეღარქუნიკის რეგიონში უკვე დააფიქსირეს და დარწმუნებულები არიან, რომ სომხეთის საზღვრების მიმართ იყო აზერბაიჯანის აგრესია და არის ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ „არმენპრესის“ ცნობით, გეღარქუნის რაიონის გუბერნატორმა კარენ სარგსიანმა ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დარღვევები დაფიქსირდა, მაგრამ ბოლო დღეებში აშკარაა, რომ შემცირდა. ნებისმიერ შემთხვევაში, დამკვირვებლები ახორციელებენ თავიანთ საპატრულო საქმიანობას, რამაც ასევე იმოქმედა, ეს არის იმის მიზეზიც, რომ მტერმა სროლები შეამცირა“, – განაცხადა გუბერნატორმა.

სარგსიანის თქმით, ევროკავშირის დამკვირვებლებს გეღარქუნიკში 1 შტაბი აქვთ, თუმცა სამუშაოებს 11 დასახლების საზღვარზე ახორციელებენ. მას არ უთქვამს, კონკრეტულად სად ტარდება სადამკვირებლო  სამსახური.

ნახეთ მეტი
Back to top button