პოლიტიკა

მირზოიანმა და ბაირამოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ პრაღასა და სოჭში აღებული ვალდებულებები

7 ნოემბერს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ. მინისტრებს ბლერ ჰაუსში უმასპინძლეს, სადაც ასევე გაიმართა ერთობლივი შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ელემენტებზე და აღნიშნეს, რომ არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ 6 ოქტომბერს პრაღაში და 31 ოქტომბერს სოჭში გამართულ შეხვედრებზე აღებული ვალდებულებები.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ იმპულსი მისცენ მოლაპარაკებებს და მომავალ კვირებში კიდევ ერთი შეხვედრა გამართონ.

ორმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button