როგოც ირანი აცხადებს, შირაზში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი აზერბაიჯანის მოქალაქეა
ქალაქ შირაზში, შაჰ ჩერაგის მავზოლეუმში ტერაქტი აზერბაიჯანის მოქალაქემ მოაწყო. ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის დაზვერვის სამინისტრომ 7 ნოემბერს განაცხადა, იტყობინება “არმენპრესი”. https://armenpress.am/arm/news/1096613.html
„ქვეყანის შიგნით ტერორისტული უჯრედის მთავარი ორგანიზატორი და კოორდინატორი არის აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც თეირანში ჩასვლისთანავე დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ავღანეთში IS („ისლამური სახელმწიფო“) დაჯგუფების წარმომადგენლებს და აცნობა, რომ ირანში იმყოფებოდა. მეჩეთში ტერაქტის ორგანიზების ჯგუფში ავღანეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეებიც იყვნენ“, – აქვეყნებს დეპარტამენტის განცხადებას სააგენტო „თასნიმი“.
დაზვერვის სამინისტროს ინფორმაციით, შაჰ-ჩერაგის საფლავზე თავდასხმის ორგანიზებაში თანამონაწილეობის ბრალდებით 26 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანი აზერბაიჯანის, ტაჯიკეთისა და ავღანეთის მოქალაქეა.
26 ოქტომბერს სააგენტო IRNA იტყობინება, რომ სამმა უცნობმა პირმა დაიწყო სროლა შაჰ ჩერაგის საფლავზე შირაზში (ფარსის პროვინცია). მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი თავდამსხმელის დაჭრისა და დაკავების შესახებ. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის მსხვერპლი 15 ადამიანი გახდა, 27 დაშავდა.