მთავარიპოლიტიკა

სომხეთის  უშიშროების საბჭოს დელეგაცია სამუშაო შეხვედრებს გამართავს პოლონეთში, ლიტვაში და ნიდერლანდებში

სომხეთის  უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი, მრჩეველი ანაჰიტ შირინიანი და თანაშემწე აზატ ბაბაიანი სამუშაო შეხვედრებს გამართავენ პოლონეთში, ლიტვაში და ნიდერლანდებში. “არმენპრესის” ინფორმაციით, სრ პრემიერ-მინისტრის  ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილება მივლინებებთან დაკავშირებით სომხეთის მთავრობის ელექტრონულ  ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„სამუშაო შეხვედრების ჩატარების მიზნით  გაიგზავნონ  სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი, უშიშროების საბჭოს მდივნის მრჩეველი ანაჰიტ შირინიანი და უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე აზატ ბაბაიანი  პოლონეთის რესპუბლიკაში (ვარშავა 8 ნოემბერს), ლიტვის რესპუბლიკაში  (ვილნიუსი: 8-10 ნოემბერი) და ნიდერლანდების სამეფოში  (ამსტერდამი, ჰააგა: 10-11-ის ჩათვლით)”, –   ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button