საერთაშორისო

შალვა პაპუაშვილი – საქართველო რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების პირობებში რჩება მშვიდობის კუნძულად და ინარჩუნებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას

დღეს, ჩვენს დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა იაპონიის ბიზნესის წარმომადგენლებთან, მათ შორის იმ კომპანიებთან, ვინც საქართველოში ინვესტირებას ახორციელებენ, –

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა

განაცხადა, რომელიც დელეგაციასთან ერთად იაპონიაში სამუშაო

ვიზიტით იმყოფება. https://1tv.ge/news/shalva-papuashvili

„დაინტერესებაა იაპონური კომპანიების უფრო მეტი მონაწილეობის განახლებად ენერგიაში და ეს სასიხარულოა იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც იაპონიას აქვს იმ ნოვატორული და ტექნოლოგიური მიღწევებიდან და მიდგომებიდან გამომდინარე, რაც წლების განმავლობაში დააგროვა. მნიშვნელოვანია ზოგადი დაინტერესება ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მსხვილი იაპონური კომპანიების მხრიდან ყურადღება ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე გამახვილდა. განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის წყაროების მიმართულებით და ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით.

„მნიშვნელოვანია, რომ იაპონიიდანაც ზუსტად ასე ჩანს მდგომარეობა საქართველოში, ქვეყნის, რომელიც რთულ პერიოდში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების პირობებში რჩება მშვიდობის კუნძულად და ამ მხრივ ინარჩუნებს იმ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომელიც საქართველოს, როგორც გეოპოლიტიკურად სტრატეგიულ ადგილას მყოფ ქვეყანას აქვს, რომ დააკავშიროს ერთმანეთთან ევროპა და აზია.

ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპა ცდილობს, იპოვოს ენერგომატარებლების მიღების ალტერნატიული წყაროები, ეს იქნება აზერბაიჯანი, შუა აზია. რა თქმა უნდა, ამ მხრივ, საქართველო არის მნიშვნელოვანი, როგორც დერეფანი, სადაც სწორედ ამ მატარებლებმა უნდა გაიარონ. ასევე მნიშვნელოვანია ზოგადი დაინტერესება ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button