მთავარისაზოგადოება

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები ეწვივნენ სომხების გენოციდის მუზეუმს

8 ნოემბერს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილე, ევრაზიისა და დასავლეთ ბალკანეთის დეპარტამენტის უფროსი სიმონა ჰელპერინი და ცენტრალური აზიისა და კავკასიის დეპარტამენტის დირექტორი მიხალ ჰერშკოვიცი სომხეთში ისრაელის ელჩის იოელ ლიონის და სომხეთში ისრაელის საპატიო კონსულის აშოტ შახმურადიანის თანხლებით ეწვივნენ სომხების გენოციდის მუზეუმს.

სომხების გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის დირექტორი ჰარუთიუნ მარუთიანი მიესალმა სტუმრებს და მემორიალური კომპლექსის შექმნის მოკლე ისტორია გააცნო.

ვ. დადრიანის სახელობის სომეხთა გენოციდის მუზეუმ ინსტიტუტის შედარებითი გენოციდის კვლევის დეპარტამენტის მკვლევარმა რეგინა გალუსტიანმა, ისრაელიდან ჩამოსულ სტუმრებს გააცნო მე-20 საუკუნის პირველი გენოციდის ამსახველი დოკუმენტური მასალები, ასევე მუდმივი და დროებითი გამოფენები.

ნახეთ მეტი
Back to top button