მთავარიპოლიტიკა

კუხო-ს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბების მეთაურები სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ

10 ნოემბერს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბების ხელმძღვანელები სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით განიხილავენ. ამის შესახებ როგორც “არმენპრესი” იუწყება, TASS-ს 8 ნოემბერს აცნობა კუხო-ს გაერთიანებული შტაბის პრეს-მდივანმა ვლადისლავ შჩეგრიკოვიჩმა.

https://armenpress.am/arm/news/1096687.html?

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალური შტაბის უფროსი – რუსეთის ფედერაციის არმიის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გენერალი ვალერი გერასიმოვის მეთაურობით სესიაში მონაწილეობას მიიღებს სომხეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის შეირაღებული ძალების  გენერალური შტაბების უფროსები, კუხო-ს გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი სიდოროვი, ასევე კუხო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ტახირ ხაირულოევი“, – განაცხადა შჩეგრიკოვიჩმა.

კუხო-ს გაერთიანებული შტაბის პრესმდივანმა დასძინა, რომ მხარეები განიხილავენ კუხო-ს კოლექტიური უსაფრთხოების რეგიონებში სამხედრო უსაფრთხოების გამოწვევებსა და საფრთხეებს და მათ წინააღმდეგ საპასუხო ზომებს, კუხო-ს სამშვიდობო პოტენციალის განვითარებას, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამშვიდობო საქმიანობაში მიერთებას, კუხო წევრი ქვეყნების სახელმწიფო (სამხედრო) ავიაციის საერთაშორისო ფრენების ორგანიზებისა და უზრუნველყოფის გაუმჯობესებას, რიგ სხვა გადაუდებელ საკითხებს“.

ნახეთ მეტი
Back to top button