პოლიტიკა

საერთაშორისო დელეგაციები, რომლებიც დღეს შუშის  ესტუმრნენ, ძალის, აგრესიის და ოკუპაციის გამოყენების ლეგიტიმაციას ახდენენ:  არცახის ომბუდსმენი

დღევანდელი ოკუპირებული და სომეხი მოსახლეობისაგან დაცლილი შუში არცახის ეთნიკური წმენდის თურქულ-აზერბაიჯანული  უძველესი და უცვლელი პოლიტიკის რეალური მაგალითია. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ეს სიტყვები  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  აზერბაიჯანის მიერ ქალაქ შუშის ოკუპაციის მეორე წლისთავთან დაკავშირებით არცახის ომბუდსმენმა  გეღამ სტეფანიანმა დაწერა. https://armenpress.am/arm/news/1096702.html

„2020 წლის შემოდგომაზე არცახის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შედეგად, აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებული იქნა 200-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის სომხური კულტურის ცენტრი შუშიც.

1921 წლის 5 ივლისის მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანთან შეერთების შესახებ უკანონო გადაწყვეტილებით, ქალაქი შუში განისაზღვრა  ჩამოყალიბებული სომხური ავტონომიის ცენტრად. თუმცა,შუშის არცახისაგან ჩამოშორების  გრძელვადიანი მიზნით, 1923 წელს, როდესაც არცახის მცირე ნაწილში ჩამოყალიბდა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი, ცენტრი გახდა სტეფანაკერტი და არა შუში.

აზერბაიჯანი ყოველთვის მოქმედებდა შუშის ხელში ჩაგდების, სომხურობის დამახინჯებისა და აზერბაიჯანულად წარმოჩენის გეგმის მიხედვით.  ქალაქის მითვისების დროს, როგორც 1900-იანი წლების დასაწყისში, ისე 2020 წელს, თურქულ-აზერბაიჯანული ტანდემის ძირითადი იარაღები იყო ეთნიკური წმენდა და გენოციდი: სომეხი მოსახლეობის ფიზიკური განადგურება და დეპორტაცია, სულიერი და კულტურული განადგურება და დამახინჯება.

შუშის კულტურული მემკვიდრეობა ქალაქის სომხური კუთვნილების ორიგინალური მტკიცებულებაა. სწორედ ამიტომ, ომის დროს ღაზანჩეცოცის ეკლესიაზე  განზრახ ორჯერ მიიტანეს იერიში. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც  განუწყვეტლივ იბილწებოდნენ შუშის წმინდა იოანე ნათლისმცემლის (ჰოვჰანეს მკრტიჩ) ეკლესია და მრავალი სომხური კულტურული ფასეულობა. აზერბაიჯანი მუდმივად ანგრევდა  ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, სახლებს, მრავალბინიან შენობებს.

დღევანდელი ოკუპირებული და სომეხი მოსახლეობისაგან დაცლილი  შუში  არცახის თურქულ-აზერბაიჯანული ეთნიკური წმენდის უძველესი და უცვლელი პოლიტიკის რეალური მაგალითია.

შუშში საერთაშორისო დელეგაციების სხვადასხვა დროს მიყვანით აზერბაიჯანი ცდილობს თავისი აგრესიის ლეგიტიმაციას. ყველა, ვინც შუშის  სტუმრობს, ხდება ხალხის გადასახლების თანამონაწილე და აკანონებს ძალის, აგრესიის და ოკუპაციის გამოყენებას.

დღევანდელი ოკუპაცია არ ცვლის შუშის სტატუსს, ის იყო და იქნება არცახის რესპუბლიკის განუყოფელი ნაწილი“, – ნათქვამია ომბუდსმენის პოსტში.

ნახეთ მეტი
Back to top button