მთავარიპოლიტიკა

სრ პრეზიდენტმა ისაუბრა გარემოზე ომის გამანადგურებელ ზემოქმედებაზე

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი სიტყვით გამოვიდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 27-ე კონფერენციაზე, რომელიც 7 ნოემბრიდან შარმ ელ შეიხში იმართება.

როგორც ,,არმენპრესს“ აცნობეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა გლობალური დღის წესრიგის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც მოითხოვს ყველას ერთობლივ ვალდებულებას.

„კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ. კაცობრიობა ამ ცვლილების არა მხოლოდ მოწმეა, არამედ უშუალოდ მასზე გავლენას ახდენს. საფრთხე ემუქრება ეკოსისტემებს, იწურება წყლის რესურსები, ხშირდება წყალდიდობები, ქარიშხლები, ტყის ხანძრები, პაპანაქების და გვალვის შემთხვევები“, – განაცხადა პრეზიდენტმა ხაჩატურიანმა.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით კონფლიქტების დესტრუქციული ძალა გარემოზე, მის რესურსებსა და პროდუქტიულობაზე.

ომის შედეგები ეკოსისტემებზე სხვადასხვაა და განპირობებულია კონფლიქტის მასშტაბითა და ხანგრძლივობით, ასევე გამოყენებული იარაღის ტიპების მიხედვით.

სამწუხაროდ, ახლახან სომხეთი ასეთი გამოწვევის წინაშე დადგა. მიმდინარე წლის 13 სექტემბერს აზერბაიჯანმა წამოიწყო აგრესია სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე. მჭიდროდ დასახლებული ქალაქები აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ სომხეთში, მათ შორის ქალაქი ჯერმუკი, რომელიც ცნობილია როგორც სამთო სპა და სამედიცინო ტურიზმის ადგილი, მძიმე დაბომბვის ქვეშ მოექცა. აღნიშნული რეგიონების წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებს თან ახლდა იარაღის ფართო სპექტრი, მათ შორის საარტილერიო და საბრძოლო დრონები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა უნიკალურ ეკოლოგიურ კომპლექსს. კეჩუტის წყალსაცავის დაბომბვას შეეძლო მოჰყოლოდა დიდი რაოდენობით ადამიანური მსხვერპლი და დამღუპველი შედეგები მოჰყოლოდა გარემოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა გარემოზე კონფლიქტების ზემოქმედებაზე საუბრისას.

ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთში არსებული გამოწვევებისა და უსაფრთხოების პრობლემების მიუხედავად, კლიმატის ცვლილების დღის წესრიგი კვლავაც უმთავრეს ადგილს იკავებს მთავრობის დღის წესრიგში.

”კერძოდ, პრიორიტეტად იქნა მიჩნეული კლიმატისადმი მდგრადი და დაბალი ნახშირბადის განვითარება, რომელიც ეფუძნება მდგრად და გრძელვადიან კლიმატთან ადაპტაციის სტრატეგიას, ფართომასშტაბიანი ტყეების გაშენებას, ინვესტიციებს განახლებად ენერგიასა და ენერგოეფექტურობაში, ინოვაციური და თანამედროვე კლიმატის ტექნოლოგიების გამოყენებას, ელექტრომობილურობის ხელშეწყობასა და ატომური ენერგიის განვითარებაზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button