საზოგადოება

სომხურმა სტარტაპმა Garoon Tech-მა Energy Globe Award კონკურსში გაიმარჯვა

სომხურმა სტარტაპმა Garoon Tech-მა, რომელიც ფერმერებს ცხოვრებას უადვილებს, Energy Globe Award კონკურსში გაიმარჯვა. „არმენპრესის“ ინფორმაციით, კონკურსში წელს 180 ქვეყნიდან 2500-ზე მეტი პროგრამა მონაწილეობდა. https://armenpress.am/arm/news/1096791.html?

 „Garoon Tech ნამდვილად  მძიმე პერიოდს გადის პოსტსაბჭოთა რეგიონში მიმდინარე კრიზისის გამო. ეს რეგიონი გამიზნული იყო, რომ ყოფილიყო ჩვენი პროდუქტის საწყისი სამიზნე ბაზარი. ჩვენ ვგეგმავთ ბევრი ცვლილების შეტანას ჩვენს კომპანიაში სოფლის მეურნეობის სექტორის აღორძინების მიზნით, მაგრამ მდგრადობა და ჩვენი თავდაპირველი მიზნები ცალსახაა და არ ექვემდებარება ცვლილებას. კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ გჯერათ ჩვენი. მეტმა ახალგაზრდა პროფესიონალმა უნდა შეიმუშაოს სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Energy Globe Award ითვლება მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან გარემოსდაცვით ჯილდოდ.

Garoon Tech არის ჭკვიანი სასოფლო-სამეურნეო სისტემა, რომელიც ნივთების ინტერნეტის (IoT), პროგრამული უზრუნველყოფისა და მოწყობილობების მეშვეობით ჭკვიანი სოფლის მეურნეობის მართვის საშუალებას აძლევს, კერძოდ ჩაატაროს მონიტორინგი და გააკონტროლოს ნიადაგის დამუშავების სხვადასხვა ეტაპები, იყოს ინფორმირებული მნიშვნელოვანი პარამეტრების შესახებ მობილური აპლიკაციის საშუალებით. სტარტაპის მისიაა ტრადიციული, ინტუიციაზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობის გარდაქმნა ზუსტ, მონაცემებზე ორიენტირებულ სოფლის მეურნეობად.

კომპანია ევროპულ ბაზარზე გაფართოებას გეგმავს.

ნახეთ მეტი
Back to top button