საერთაშორისო
“ბენზინი 5-10 თეთრით გაიაფდება” – “ვისოლი”
1-2-კვირიან პერიოდში ბენზინზე ფასები 5-10 თეთრით კიდევ შემცირდება.
ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge „ვისოლის“ გენერალურ დირექტორზე ვასილ ხორავაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ხორავა მედიასთან განმარტავს, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ცვალებადი ფასების მიუხედავად, ამ ეტაპზე არსებული ნაშთები ფასის დაკორექტორების საშუალებას შემცირების მიმართულებით იძლევა.
რაც შეეხება დიზელს, მისი გაიაფება არ იგეგმება.
„1-ელი აგვისტოდან დღემდე, დაახლოებით, 80 თეთრით შემცირდა ფასები როგორც ბენზინზე, ისე – დიზელზე.
წინა კვირაშიც 5 თეთრით შევამცირეთ ბენზინის ფასი.