მთავარიპოლიტიკა

არცახის საკითხის მოგვარება უნდა იგრძნონ იქ მცხოვრებმა ადამიანებმა –  ფაშინიანი

თუ მთიანი ყარაბაღის საკითხი მოგვარებულია, რატომ არ გრძნობენ ამას მთიანი ყარაბაღის სომხები, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში.

პრემიერ-მინისტრს მხედველობაში ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება, რომ ყარაბაღის საკითხი მოგვარებულია. „თუ ყარაბაღის საკითხი მოგვარებულია, ძალიან კარგი, მაშინ რატომ არ გრძნობენ ამას მთიანი ყარაბაღის სომხები? რატომ გამართეს საბრძოლო პოზიციები აზერბაიჯანის ჯარებმა ყარაბაღის ირგვლივ და რატომ ესვრიან მთიან ყარაბაღს?

„ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხი გადაწყდეს და  მოგვარდეს. ჩვენ ვამბობთ, რომ იქ მცხოვრებმა ხალხმა უნდა ნახონ, იგრძნონ და მიიღონ ეს გადაჭრა“, – ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button