მე ვარ დემოკრატიის მომხრე, მე ვარ სომხეთის მომხრე – ევროსაბჭოს დეპუტატმა ევროკავშირი ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში დაადანაშაულა
ევროპარლამენტის წევრმა ფაბიო მასიმო კასტალდომ ევროკავშირს კავკასიაში და განსაკუთრებით სომხეთში მიმდინარე მოვლენების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება დაადანაშაულა.
“Armenpress”-ის ცნობით, ამის შესახებ იტალიურ-არაბული ცენტრი “Assadaqah” იტყობინება.
„ღრმა იმედგაცრუებული ვარ იმ ფაქტით, რომ ევროსაბჭომ არ მოგვაწოდა ახალი ინფორმაცია სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით, სადაც აზერბაიჯანის ჯარებმა სომხეთის სუვერენული ტერიტორიის 220 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. ასევე ჩადენილია ომის დანაშაულები, სისასტიკეები, წამება“, – თქვა კასტალდომ.
დეპუტატმა აქ უკრაინასთან მსგავსება დაინახა. კასტალდომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი დემოკრატიული ქვეყანაა და მას თავს დაესხა დიქტატორული, აგრესიული სახელმწიფო. თუმცა, მან შენიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს კიევს, ამავე დროს აზერბაიჯანს სანდო პარტნიორად აღიქვამს. მას ეს არ მიაჩნია სწორად და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ორმაგი სტანდარტები ძირს უთხრის მათ მიმართ ნდობას.
„ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ გაზზე დამოკიდებულების ხაფანგისგან, რომელსაც ყველა ავტორიტარული რეჟიმისგან ვიღებთ. დაგმობილი უნდა იქნას საერთაშორისო სამართლის ღიად დარღვევა. „ყოველთვის და ყველგან დემოკრატიის მომხრევარ, მე ვარ სომხეთის მომხრე“, – განაცხადა კასტალდომ.