მთავარიპოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ის ჩართულობა რეგიონში არ შემცირდება

სომხეთის   პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ში შიდაპოლიტიკური მოვლენები ისეთი იქნება, რომ რეგიონში შტატების  ჩართულობა არ შემცირდება.

ამის შესახებ ფაშინიანმა „Public TV“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, თუ რა  გავლენა შეიძლება იქონიოს აშშ-ის კონგრესის და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოწესრიგებაზე.

ფაშინიანის თქმით, პოლიტიკურმა წყობამ, რომელიც 2020 წლისთვის არსებობდა აშშ-ში, ძალიან კონკრეტული გავლენა იქონია რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

„პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, უფრო მეტად ეყრდნობოდა შეერთებული შტატების იზოლაციონისტურ ტრადიციას საგარეო პოლიტიკაში და თვლიდა, რომ შეერთებული შტატები უფრო მეტად უნდა იყოს დაინტერესებული საშინაო, ვიდრე საგარეო საქმეებით. და რა თქმა უნდა, ეს ზემოქმედებები არსებობს, ეს ზემოქმედებები ძალიან სპეციფიკურია, მაგრამ ჩვენ მოხარული  ვართ, რომ აშშ ასევე ჩართულია რეგიონში მიმდინარე პროცესებში.  ვიმედოვნებთ, რომ შიდაპოლიტიკური მოვლენები ისე განვთარდება, რომ შეერთებული შტატების ჩართულობა არ შემცირდება“, – აღნიშნა პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button