მთავარიპოლიტიკა

რა ახალ წინადადებას წარუდგენს სომხეთი აზერბაიჯანს  –  ფაშინიანმა დეტალები გაავრცელა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განმარტა, თუ რას გულისხმობს, როდესაც საუბრობს აზერბაიჯანში სატრანსპორტო კომუნიკაციების ორგანიზების ირგვლივ ახალი წინადადებების წარდგენაზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში ფაშინიანმა აღნიშნა, რომ თუ რეგიონში მშვიდობის დამყარების დღის წესრიგით მივდივართ, მაშინ ფიქრი, რომ აზერბაიჯანელები არ უნდა დაუკავშირდნენ სომხებს და პირიქით, არც ისე სწორია. ადრე თუ გვიან სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის პირდაპირი კონტაქტები აუცილებლობად იქნება.

ფაშინიანის თქმით, ამ საკითხზე უთანხმოება დაიწყო იმის გამო, რომ გზების განბლოკვის თემაზე მსჯელობისას აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ თვლის, რომ მის მოქალაქეებს შეიძლება ჰქონდეთ შიში სომხეთის გზებზე გავლისას საზღვართან და საბაჟოებთან პირადი კონტაქტის შემთხვევაში.

მაშინ, ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში, სომხურმა მხარემ შესთავაზა საბაჟო პროცედურების ორგანიზებაში მესამე ქვეყნის წარმომადგენლების ოპერატორებად ჩართვა.

მალე ამ წინადადებების პაკეტის განახლებული და გარკვეულწილად გამარტივებული ვერსია წარედგინება აზერბაიჯანს.

„ვფიქრობ, საბოლოოდ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ უმარტივეს ვარიანტს: აზერბაიჯანის ოფიცრები გააკონტროლებენ აზერბაიჯანის საზღვარს, სომხები კი სომხეთის საზღვარს“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button