მთავარიპოლიტიკა

სომხეთი  ყველაფერს გააკეთებს, რომ წლის ბოლომდე აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს  –  ფაშინიანი

სომხეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ წლის ბოლომდე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმოს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გადავიდეთ  სათაურებრივი  საუბრებიდან შინაარსობრივ საუბარზე. არსებობს სამშვიდობო ხელშეკრულების რამდენიმე ვარიანტი, მაგალითად, ხელი მოეწეროს ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც ასახავს ურთიერთობების ზოგად ჩარჩოს და არ ეხება ყველა შესაძლო საკითხს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ი სულ მცირე უნდა დასრულდეს დელიმიტაციის პროცესი.

ფაშინიანის თქმით, ეს აუცილებლობაა, რადგან, ერთი მხრივ, ცხადდება, რომ ჩვენ ორმხრივ ვაღიარებთ ტერიტორიულ მთლიანობას, მეორე მხრივ, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხეთიდან ტერიტორიები არ აქვს ოკუპირებული და არის იქ, სადაც მათი საზღვარია.

„შესაძლებელია, ჩვენ მოვაწერთ ხელს  სამშვიდობო შეთანხმებას, ხოლო აზერბაიჯანი  კვლავ გააგრძელებს ტერიტორიული ამბიციების წარმოჩენას სომხეთის მიმართ. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა მოხდეს საზღვრების დაზუსტება“, – განაცხადა მან

ფაშინიანმა დასძინა, რომ სომხეთმა წარადგინა თავისი წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტთან დაკავშირებით და იმედოვნებენ, რომ აზერბაიჯანი მას კონსტრუქციულად განიხილავს და უპასუხებს.

ნახეთ მეტი
Back to top button