მთავარისაზოგადოება

დედამიწაზე მე-8 მილიარდი ადამიანი სომხეთში დაიბადა

UNICEF-ის მიერ დადასტურებული და გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სომხეთის გეღარქუნის რეგიონის მარტუნუს სამშობიაროში დაიბადა პლანეტა დედამიწის მე-8 მილიარდი ადამიანი.

ახალშობილი არფი, რომელიც სიმბოლურად მსოფლიო მე-8 მილიარდ ადამიანადაა მიჩნეული, გეღარქუნიკის რაიონის სოფელ წოვინარის მაცხოვრებლების კარენ ზაქარიანისა და ანი ქოჩარიანის ქალიშვილია. ის 2 კილოგრამი 900 გრამი წონით, 49 სანტიმეტრი სიმაღლით, სრულიად ჯანმრთელ მდგომარეობაში დაიბადა.
„ვულოცავ ახალშობილის ოჯახს, ვუსურვებ პატარა არფის უდარდელ და ბედნიერ ბავშვობას, ნათელ მომავალს, მშვიდობით მსუნთქავ შემოქმედებით სავსე სამშობლოს“, – წერს გეღარქუნის რაიონის გამგებელი კარენ სარგსიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ნახეთ მეტი
Back to top button