მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა და იგორ ხოვაევმა განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მოგვარების პროცესი და მთიანი ყარაბაღის პრობლემა

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ეუთოს მინსკის ჯგუფის რუსი თანათავმჯდომარე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მხარდაჭერის მიმართულებით იგორ ხოვაევი.

როგორც „არმენპრესს“ აცნობეს სომხეთის მთავრობაში, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ, როგორც მან უკვე საჯაროდ განაცხადა, სომხეთი მხარს უჭერს რუსეთის მიერ მიმდინარე წლის აგვისტოში წარმოდგენილ წინადადებებს, რაც შეიძლება  გახდეს სომხეთსა  და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარების შესახებ შემდგომი მოლაპარაკებების საფუძველი.

თანამოსაუბრეებმა განიხილეს 31 ოქტომბერს სოჭში გამართული სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების სამმხრივი შეხვედრის შედეგები, სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მოგვარების პროცესი და მთიანი ყარაბაღის პრობლემა.

ნახეთ მეტი
Back to top button