
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სოხმეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური გვერდი ქვეყნებს.
მხარეებმა განიხილეს როგორც ორმხრივი, ასევე რეგიონული საკითხები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ატმოსფეროს გაუმჯობესებას და ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას.
ხაზგასმით აღინიშნა სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების უწყვეტი განვითარების აუცილებლობაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის დასაწყისში ერევანში გამართონ სომხურ-ქართული მთავრობათაშორისი დიალოგის სხდომა.