საზოგადოება

სომხეთში მიმდინარე წლის 10 თვეში 1,4 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა. მათგან დაახლოებით ნახევარი რუსეთიდანაა

მიმდინარე წლის პირველი 10 თვის მონაცემებით, სომხეთს დაახლოებით 1,4 მილიონი ტურისტი ეწვია. https://news.am/arm/news/730245.html?

სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, ტურისტების საერთო რაოდენობის დაახლოებით 46 პროცენტი რუსეთიდან ჩამოვიდა. მეორე ადგილზე საქართველოა, რომელმაც წელს ირანს აჯობა. ტურისტების საერთო რაოდენობის 8 პროცენტი სომხეთს ეწვია საქართველოდან, ხოლო 7 პროცენტი ირანიდან.

აღსანიშნავია, რომ ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი აგვისტოში დაფიქსირდა: 261 834, აქედან 135 000 რუსი. სექტემბერში სომხეთში 97 000 რუსი ჩამოვიდა, ოქტომბერში – 76 000.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში სომხეთში 588 731 ტურისტი ჩამოვიდა, რაც 2,4-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ 588 000 ტურისტიდან 54,5 პროცენტი რუსეთიდან იყო (3,1-ჯერ მეტი), 12,2 პროცენტი ევროკავშირის ქვეყნებიდან (3,4-ჯერ მეტი). სომხეთში სხვა ქვეყნებიდან ჩასულებმა 33,3 პროცენტი შეადგინეს (ზრდა: 2,6-ჯერ).

სომხეთში უკრაინიდან ჩამოსულებმა ტურისტების მხოლოდ 1,3 პროცენტი შეადგინეს, რაც 75 პროცენტით მეტია გასულ წელთან შედარებით.

ნახეთ მეტი
Back to top button