მთავარიპოლიტიკა

ჩვენ არ გვინდა კუხო-აზერბაიჯანის ომის პროვოცირება – სრ პრემიერ-მინისტრი სტრუქტურისგან მკაფიო პოლიტიკურ პოზიციას ელის

სომხეთს არ სურს ომის პროვოცირება კუხო-სა და აზერბაიჯანს შორის, თუმცა სრ პრემიერ მინისტრი ფაშინიანი იმედოვნებს, რომ სტრუქტურა დაიცავს პოზიციას და განაცხადებს, რომ აზერბაიჯანის ჯარებმა უნდა დატოვონ სომხეთის სუვერენული ტერიტორია.

ამის შესახებ ფაშინიანმა ნაციონალურ ასამბლეაში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.

პრემიერმა შეახსენა, რომ სომხეთის პოზიცია ნათელია, რომ აზერბაიჯანმა ჯარები უნდა გაიყვანონ სომხეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, პოზიციებიდან, რომლებიც 2021 წლის 11 მაისამდე არსებობდა.  ფაქტობრივად, საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს სომხეთის ამ პოზიციას.

„იმედი გვაქვს, რომ კუხო ასევე დაიცავს ჩვენს პოზიციას. რა თქმა უნდა, უცნაური სიტუაციაა, რადგან, როგორც ჩანს, პირიქით უნდა ყოფილიყო, კუხო-ს  აშკარად უნდა დაეცვა და სხვა პარტნიორებთან ერთად პოზიციის ჩამოსაყალიბებლად უნდა გვემუშავა, ახლა კი გვაქვს ზუსტად საპირისპირო. და იმედი მაქვს, რომ ამ კონსენსუსს ჩვენ დავაფიქსირებთ 23 ნოემბერს ერევანში გამართული კუხო-ს  სამიტზე. ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება და პოზიცია სომხეთისთვის.  ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ:  ჩვენ არ გვინდა კუხო-აზერბაიჯანის ომის პროვოცირება. არამედ,  ჩვენ გვინდა გავიგოთ, თუ როგორია კუხო-ს  პოლიტიკური პოზიცი  ამ ვითარებასტან დაკავშირებით“, –  განაცხადა ფაშინიანმა.

თუ რა პოლიტიკურ პოზიციას იკავებს კუხო  ამ ვითარებასთან დაკავშირებით, უაღრესად მნიშვნელოვანია სომხეთისთვის. ფაშინიანის თქმით, ამ პოზიციაზეა დამოკიდებული სომხეთის მოქალაქეების დამოკიდებულება კუხო-ს  მიმართ და სომხეთსა და კუხო-ს  შორის ურთიერთობების მომავალი.

ნახეთ მეტი
Back to top button