ეკონომიკა

დეპუტატი აღნიშნავს, რომ სომხეთში ინფლაცია ყველაზე დაბალია რეგიონსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს შორის

ინფლაცია სომხეთის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ეროვნული ასამბლეის საფინანსო, საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე გევორგ პაპოიანი ინფლაციის განეიტრალების საუკეთესო გზად სამუშაო ადგილების შექმნას და ხელფასების გაზრდას მიიჩნევს. ,,არმენპრეს”-ის ცნობით, ამის შესახებ პაპოიანმა პარლამენტში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. https://armenpress.am/arm/news/1097411.html?

„ამ დროისთვის სომხეთში ინფლაცია დაახლოებით 9,5 პროცენტია, რაც რეგიონში ყველაზე დაბალი ინფლაციაა“, – განაცხადა პაპოიანმა.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ინფლაციასთან დაკავშირებით დეპუტატმა აღნიშნა, რომ ჩვენი ინდექსი სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია.

2022 წლის 9 თვის მონაცემებით სომხეთში საშუალო ხელფასი 13,4 პროცენტით გაიზარდა და 225 ათას 500 დრამს მიაღწია. დეპუტატის თქმით, საშუალო ხელფასის ზრდა უფრო პროგრესული იყო ვიდრე ინფლაცია.

ნახეთ მეტი
Back to top button