საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მოწვევით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება სომხეთის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის ხელმძღვანელობით. ვიზიტი დაიწყო საქართველოში სომხეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული სომხეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებით.
ღონისძიებაზე ასევე მოწვეული იყვნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები. სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნისას განაცხადა. „მოხარული ვარ, რომ დღეს, მოძმე საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვესწრები ასეთ დასამახსოვრებელ ღონისძიებას. ასევე მიხარია, რომ აქ არის ჩემი კარგი მეგობარი და კოლეგა შალვა. წელს სომხეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა, მაგრამ სომხურ-ქართულ ერთობლივ გზას, ისტორიულ ურთიერთობებსა და ტრადიციებს ათასობით წლის ისტორია აქვს“.
ალენ სიმონიანმა აღნიშნა, რომ დიდი წარმატებები დაფიქსირდა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ამ ოცდაათი წლის განმავლობაში, მაგრამ კვალი, რომელიც რეალურად დატოვა ორი ხალხის მეტყველმა და მდიდარმა კულტურულმა კავშირებმა, უზარმაზარია და განუზომელი.
სადღესასწაულო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც. მიულოცა სომხეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე და აღნიშნა, რომ ამ 30 წლის ყოველი წუთი და წამი კიდევ უფრო აახლოებდა ამ ორ ხალხს და დიპლომატიური ურთიერთობები უფრო მტკიცე საფუძვლებზე მყარდებოდა.
სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აშოტ სმბატიანმა ისაუბრა ორი ხალხის მჭიდრო კავშირზე და დინამიურად განვითარებად სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე.
ღონისძიები მხატვრული ნაწილი დაუვიწყარი გახადა ტავუშის ბავშვთა სიმღერის გუნდმა.