მთავარიპოლიტიკა

სომხეთმა ამ პირობების შეთანხმება ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში მიიღო. ფაშინიანი რუსეთის წინადადებებზე

სომხეთმა მიიღო რუსეთის წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების თაობაზე 2021 წლის იანვრიდან, უბრალოდ კორექტულობისთვის არ საუბრობდა ამაზე. ,,არმენპრეს“-ის გადმოცემით ამის შესახებ პარლამენტში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

https://armenpress.am/arm/news/1097436.html?

შეეხო რა ოპოზიციის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ხელისუფლების განცხადებები და პოზიციები მთიანი ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით არ არის კონკრეტული და გაურკვეველია, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ თუ ამ შეფასებას ის მიიღებდა 1-1,5 თვის წინ, დღეს ვერ მიიღებს და აღიქვამს. პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტის მიერ ვალდაიში გაკეთებული განცხადება მიიჩნია ძალიან მნიშვნელოვნად და არსებითად, რათა დაზუსტდეს მთელი რიგი საკითხები და დააფიქსიროს, რომ მინიმუმ სომხეთის პოლიტიკურ სფეროში ამ მიდგომების მხრივ თითქმის კონსენსუსის მდგომარეობაა.

„საუბარი ეხებოდა სომხეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას რუსეთის ფედერაციის წინადადებების მიმართ. ამ წინადადების არსი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, იყო მყ-ის სტატუსის საკითხის განუსაზღვრელი ვადით გადადება. იმ დროს, როცა ეს შეკითხვა დაისვა რუსეთის წინადადებებზე, ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად მოახდინა რეაგირება, მაგრამ როგორც ოპოზიციურ ველზე, ისე მყ-ში იყო განცხადებები, რომლითაც ხელისუფლებას რუსული წინადადებების მიღებას ითხოვდნენ. და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობამ დიდი ხნის წინ მიიღო ეს შეთანხმება, 2021 წლის იანვრიდან და არ უსაუბრია მასზე, მხოლოდ კორექტულობის გამო“, – თქვა ფაშინიანმა და მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს თემის გარკვევის შესაძლებლობისთვის.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია არის ის, რასაც ოპოზიცია მათგან ითხოვდა, არ იცოდნენ, რომ ხელისუფლებამ ეს პოზიცია დიდი ხნის წინ მიიღო. მან აცნობა, რომ ეს პოზიცია დიდი ხნის წინ გაუზიარა მყ-ის პრეზიდენტს.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციას ახლა განსხვავებული აზრი აქვს, მიაჩნია, რომ სომხეთმა უნდა უარყოს რუსეთის ფედერაციის წინადადებები, სწორი იქნება, რომ ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადონ.

ნახეთ მეტი
Back to top button