კულტურა

სომხეთის წარმომადგენლის ვიდეო „საბავშვო ევროვიზია 2022“-ში ამჟამად ყველაზე ნახულია.(ვიდეო)

წლევანდელ „ბავშვთა ევროვიზიაზე“ სომხეთის წარმომადგენლის, 14 წლის ნარეს სიმღერის „ცეკვა!“ვიდეო ამჟამად ყველაზე პოპულარულია საბავშვო ევროვიზიის YouTube გვერდზე. სამი დღის წინ სიმღერის პრემიერიდან მოყოლებული, ვიდეოკლიპს 407 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

სიმღერის მუსიკის ავტორიები არიან გრიგორ კიოკჩიანი და ნიკ ეგიბიანი, ტექსტის ავტორია გრიგორ კიოკჩიანი. ვიდეოკლიპის რეჟისორი არამაის ჰაირაპეტიანია.

ერევანში გამართულ „საბავშვო ევროვიზია 2022“ სიმღერის კონკურსში 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, ირლანდია, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი, სომხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ყაზახეთი, მალტა, ნიდერლანდები, პორტუგალია, სერბეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, საფრანგეთი. კონკურსის ფარგლებში შესრულდება 9-14 წლის ახალგაზრდა შემსრულებლების ახალი სიმღერები.

„საბავშვო ევროვიზიის“ წლევანდელი სიმბოლო ბზრიალა გახლავთ.

გასულ წელს მალენამ პარიზში გაიმარჯვა სიმღერით „ქარი, ქარი“.

ნახეთ მეტი
Back to top button