როგორც იცით საქართველოში იმყოფება სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია სომხეთის ეროვნული ასაბლეის სპიკერის ალენ სიმონიანის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში ფარგლებში სომხეთის დელეგაციის წევრს, მეცნიერების, განათლების კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებზე მუდმივი კომისიის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელიანი შეხვდა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომისიის თავმჯდომარეს ელისო ბოლქვაძეს.
შეხვედრისას ისაუბრეს სომხეთსა და საქართველოს შორის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე. განხილულ იქნა კულტურის სფეროში ურთიერთობის გააქტიურებასთან, ახალი პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში სისაკ გაბრიელიანმა და ელისო ბოლქვაძემ კომისიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
„ეს იქნება სომხეთსა და საქართველოს შორის კულტურული კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შემდეგი ეტაპის დასაწყისი“, – აღნიშნეს მხარეებმა.